воскресенье, 19 июля 2015 г.

მეცხრე დღე

ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. ერთმანეთს წარუდგინეთ ჩვენ მიერ შექმნილი პროექტების პრეზენტაციები. გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. მივიღეთ რჩევები. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და გარკვეულწილად სახალისოც, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ტრენერს ქალბატონ ნინო მარღიშვილს, ასევე ჯგუფის თითოეულ მონაწილეს,  განსაკუთრებით  კი ლუდმილა ნიავაძეს, სამთავისის პედაგოგს. თითოეული მასწავლებლის ნაშრომი ძალიან მომეწონა. გისურვებთ წარმატებებს.

пятница, 17 июля 2015 г.

მეშვიდე დღე

გავაკეთე პროექტის გეგმის სცენარი. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე. შევავსეთ გრაფა დიფერენცირებული სწავლების მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით.

суббота, 11 июля 2015 г.

მეხუთე დღე

1.შევისწავლეთ ინტერნეტქსელში მუშაობა.
2.ინტერნეტქსელში მუშაობის დროს როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები.
3.როგორ მოვძებნოთ ინტერნეტით საჭირო ინფორმაცია
4. "yotube"-დან ვიდეო მასალის გადმოწერა.
5. ინტერნეტკომუნიკაცია -- ეს არია 21-ე საუკუნეში ინფორმაციის მოპოვებისა და კომუნიკაციის დამყარების უმთავრესი საშუალება.
6. გავეცანით ინტერნეტრესურსებს
7.გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს.

აკაკი წერეთელი თორნიკე ერისთავი

ათონელი მამები - იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი

თორნიკე ერისთავი - Dekanozi Daviti (Qvlividze)

воскресенье, 5 июля 2015 г.

მეოთხე დღე

გავეცანით პროექტის განმსაზღვრელ და განმავითარებელ კითხვებს.  ვიმუშავეთ ჯგუფებში, ზოგად, თემატურ და შინაარსობლივი  კითხვების მოფიქრებასა და ჩამოყალიბებაში. თემატური გეგმის მიხედვით შევავსეთ მოსწავლეთა შეფასების გრაფაში.

суббота, 4 июля 2015 г.

მესამე დღე

პროექტებით სწავლების უპირატესობა  21-ე საუკუნის უცილობელი პირობაა. ამიტომ  შევქმენით მშობლის ბუკლეტი.  გავაფორმეთ  სურათებით. შერჩეული თემის მიხედვით  განვსაზვრეთ სასწავლო მიზნები და ინდიკატორები.  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დავწერეთ ჩვენი მიზნები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებთ.

воскресенье, 28 июня 2015 г.

მეორე დღე


ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენ მიერ შერჩეული პროექტის თემები. გავწერეთ პროექტის ვადები. დავრეგისტრირდით ბლოგზე.    დავათვალიერეთ პროექტის გეგმები. შევარჩიეთ ერთი გეგმა ნიმუშად. შევასრულეთ რეფლექსია. გავაკეთეთ კომენტარი. გავეცანით მშობლის ბუკლეტის ნიმუშს და დავიწყეთ ფიქრი  არჩეული თემისათვის ბუკლეტის შესაქმნელად.

პირველი დღე

გავეცანით ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს. შევქმენი პროექტის პორტფოლიო. დავრეგისტრირდი ელექტრონული ფოსტით. გავეცანი სასწავლო პროექტის შაბლონს.შევისწავლე პროექტის პორტფოლიოს სტრუქტურა.