вторник, 28 мая 2019 г.

წერის გაკვეთილები


მოსწავლეების მიერ დაწერილი მოთხრობები, რომლებიც თავად გააფორმეს.

მოსწავლეებმა საყვარელ ადამიანებს გაუგზავნეს საკუთარი ხელით დამზადებული ბარათები.❤️




დედა

საღამო იყო, მზე ნელ-ნელა ჩადიოდა დასავლეთისკენ ... დედა ეზოდან სახლში შევიდა, დარდიანი ჩანდა, არ იმჩ- ნევდა...შვილები სავახშმოდ შემოისხა მაგიდასთან და უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობდა... პატარა ტასოს კი დიდხანს ეფერებოდა, თვითონ აჭმევდა, უფროსს თამთას კი ისე ელაპარაკებოდა თითქოს მისი თანატოლი იყო, რაღაცას ურჩევდა, არიგებდა...
მერე შვილები დააძინა და თვითონ ჩაფიქრებული დიდხანს იჯდა საწერ მაგიდასთან... ის მეორე დღეს საფრანგეთში მიდიოდა სამუშაოდ, მეტი გზა არ ჰქონდა, შვილები მისახედი ჰყავდა, დედა მოხუცდა და მისი პენსია არ იყო საკმარისი... თამთას ვერაფერი უთხრა, ახლა უნდოდა წერილი დაეწერა და აეხსნა ყველაფერი, იქვე საწერ-კალამი და თეთრი ფურცელი იდო... ნელა აიღო კალამი და წერას შეუდგა...
"ჩემო შვილებო, ძალიან მიყვარხართ,ბებიაც ძალიან მიყვარს, მაგრამ გადავწყვიტე წავიდე საზღვარგარეთ, და იქ დავიწყო მუშაობა, რადგან აქ სამუშაო ვერსად ვნახე, თქვენ სანერვიულო არაფერი გექნებათ, ცოტა ხანში, ყველაფერს გიყიდით, რასაც მოისურვებთ, თამთა შენ მუსიკაზე და ცეკვაზე აუცილებლად ივლი... ოღონდ ერთმანეთს გაუფრთხილდით, ხშირად დაგირეკავთ და დაგეკონტაქტებით.. ჩვენ ერთმანეთს ყველაფერს მოუყვებით, მე ძალიან მალე ჩამოვალ და ჩვენ ისევ ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ. ჩემო სიხარულებო, საყვარელო შვილებო, გჯეროდეთ ჩემი! ბებიას გაუფრთხილდით! " მერე ის ერთადერთი ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი მოიხსნა და წერილის გვერდით დადო, უნდოდა დაეწერა , ძალიან რომ გაგიჭირდებათ, მაშინ გამოიყენეთო, მაგრამ მერე გადაიფიქრა...ყველაფერი ისედაც გასაგები იყო...
დედა მთელი ღამე ჩუმად ტიროდა....

მე-7 კლასი მალხაზ მცხვეთაძე



მოლაპარაკე ფეხსაცმელი

ერთ დღეს, როდესაც სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი, სტადიონთან ახლოს უცნაური ბრჭყვიალა ნივთი და რაღაც ხმები შემომესმა, ამან ძალიან დამაინტერესა და გზიდან გადამახვევინა. ახლოს რომ მივედი, დავინახე ლამაზად შეფუთული ყუთი იყო, ახლა უფრო მკაფიოდ გავიგონე:--მიშველეთ, წამიყვანეთ, გთხოვთ!
მივუახლოვდი და ავხადე თავსაფარი. რას ვხედავ, 
ძალიან ლამაზი ბოტასები აწყვია, ხან ერთი ახმაურდება და იწყებს ხვეწნას, ხანაც მეორე -- წამიყვანე, წაგვიყვანე, არ ინანებ, არ ინანებ! აღარ ვიცოდი , რა მექნა.. ისევ პირველმა დაიწო:--გთხოვ, წაგვიყვანე, შენთან,შენს სახლში, ზუსტად შენი ზომის ვართ, ნახე, რა გამძლე ძირები გვაქვს, მერე რა კარგად ვთამაშობთ ფეხბურთს!
მეც ავიღე და სახლში გახარებული დავბრუნდი. ყველას გაუკვირდა ასეთი ლამაზი , თანაც მოლაპარაკე ფეხსაცმელების ნახვა. მოვიზომე და კარგად მომერგო.ისეთი ჭკვიანები იყვნენ, თასმების შეკვრასაც , თავად ახერხებდნენ. ფეხბურთის თამაშს ხომ ნუღარ იკითხავთ. ყველას მე ვჯობდი. თანაკლასელებს აინტერესებდათ, თუ სად შევიძინე. მათ ის არ იცოდნენ, რომ ფეხსაცმელი დროდადრო მელაპარაკებოდა, თორემ უმრავლესობა,ვიცი, არ დაიჯერებდა, ზოგს კი ალბათ შეშურდებოდა.. მე კი ნამდვილად გამიმართლა, მათ რომ გადავეყარე. ახლა უკვე ვიცი, როგორი ფეხსაცმელია კარგი და რომელი--ცუდი.
ვასიკო ხალიბეგაშვილი


четверг, 2 мая 2019 г.

ჩვენი გაკვეთილები

ჩემი პიკო
ერთ ზაფხულს მდინარიდან სახლში ვბრუნდებოდით ბიჭები, როცა ბუჩქებიდან ლეკვის წკმუტუნი შემოგვესმა, იმ მხარეს გავიქეცით... ერთმანეთს ვასწრებდით, ვინ უფრო სწრაფად მიირბენდა... მაინც ყველას მე მივასწარი...( გამომადგა დათო მასწავლებლის გაკვეთილები, ჩემი სპორტის მასწავლებელზე ვამბობ).
პატარა, ლამაზი ლეკვი შეშინებული გვიყურებდა, შავი ცხვირი და დიდი, მრგვალი თვალები ჰქონდა. სულ თეთრი, ბამბის ქულასავით ქათქათა იყო. ოქროსფერი ყელსაბამი ეკეთა... მე ნოდარს, ვაჟას და დათოს ძალიან მოგვეწონა. ლეკვი ჩემსკენ წამოვიდა და ხელი ამილოკა. ბიჭებს აღარაფერი უთქვამთ... ლეკვმა მე ამირჩია... გამიხარდა, მაშინვე პიკო დავარქვი, ხელში ავიყვანე და გახარებული წავედი სახლისაკენ.
ყელსაბამი არ მომიხსნია, ისე დავიწყეთ მისი გაზრდა.ოჯახში ყველას გვიყვარდა.. ვეფერებოდით და ვწვრთნიდით.
ერთი თვის შემდეგ სახლიდან ჩუმად გაგვეპარა და ლამის მანქანის ბორბლებქვეშ აღმოჩნდა, მძღოლმა მოასწრო დამუხრუჭება. ის ყვირილით გადმოვიდა მანქანიდან და ლეკვის დანახვისთანავე სახეზე ღიმილი და გაოცება დაეტყო.. ჩემი ბიმი, ჩემი ბიმიო და ხელში აიტაცა. მე ცრემლები მომადგა თვალებზე, ახლოს მოვიდა და მადლობა გადამიხადა...მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
მერე გავიგე ის კაცი თურმე უპატრონო ძაღლთა თავშესაფრის პატრონი ყოფილა. რამდენჯერმე მივედი თავშესაფარში, მინდოდა პიკო მენახა, მაგრამ ამაოდ...
პიკო ისეთი საყვარელი იყო, ალბათ გააჩუქეს.. მე კი გული დამწყდა. ახლა მეზობელი შემპირდა ლეკვს გაჩუქებო. მე მას სახელი უკვე დავარქვი. პიკოს დავუძახებ.
მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი კეკელაშვილი.
( მას ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები) 

        ქართული ენის გაკვეთილებზე


მოსწავლეთათვის





შემაჯამებელი დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

1.რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია დავით კლდიაშვილი?
ა)რომანტიზმის ბ) სენტიმენტალიზმის გ) რეალიზმის
2)რომელ პერსონაჟზე ამბობს დავით კლდიაშვილი:“სწორედ შეეცოდებოდა კაცს, რომ თვით ამბავი სასაცილო არ ყოფილიყო“?
ა)კირილეზე, ბ) პლატონზე გ)ბეკინაზე
3)ნიკო ლორთქიფანიძის    რომელი  ნაწარმოების პერსონსჟები არიან ჰექსლეი და ბრომლეი?
ა) „შელოცვა რადიოთი“ ბ)“ გული“ გ)“თავსაფრიანი დედაკაცი“
4)როგორ მთავრდება ნ. ლორთიფანიძის ნოველა „ თავსაფრიანი დედაკაცი“
ა)“ დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან..’’ბ) „ყველაფერი ჩატარდა ძველებურად ძველებურად“  გ)“ შვილებმა კეთილსინდისიერად გაინაწილეს დედის დანატოვარი...“
5)მიხეილ ჯავახიშვილის რომელი ნაწარმოები გამოქვეყნდა პირველად?
ა)“ჩანჩურა“ ბ)“ ჯაყოს ხიზნები“ გ)“ მიწის ყივილი“
6)რა გვარის წარმომადგენელია მარგო თეიმურაზის მეუღლე?
ა) მაყაშვილი ბ) აბდუშელიშვილი გ) ყაფლანიშვილი
7)რა ჰქვია ჭიაბერია მამამძუძეს „დიდოსტატის მარჯვენაში“?
ა)თაყაი  ბ)ვარდანი გ) შავლეგი
8)რომელი ეკლესია გადაწვა გიორგი პირველის ლაშქარმა?
ა)ითვალისის ბ) ოლთისის გ) ცხრაკარის
9)რა ჰქვია მამამზე ერისთავის მეუღლეს?
ა) გურანდუხტი ბ) ბორდოხანი გ) ცოქალა
10)რა ერქვა ფარსმანის პაპას?
ა) სუმბატი ბ) ბაგრატი გ) გურგენი
11)რა გვარის იყო ფარსმან სპარსი?
ა) ჩორჩანელი ბ) ერისთავი გ) ტოხაისძე
12)რა ხერხით ჩამოიშორა მეფემ ჭიაბერი?
ა) ავაზებს დააგლეჯინა ბ)მიპარვით მოაკვლევინა გ) მოწამლულ ჯვარზე აკოცნინა
13)ვისი სტრიქონებია: „ მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით“...
ა) გ. ტაბიძის ბ) გ. ლეონიძის გ) ტ. ტაბიძის
14)ვინ უწოდა გალაკტიონს „ მარტოობის ორდენის კავალერი“?
ა)  ტიციან ტაბიძემ ბ) პაოლო იაშვილმა გ) კოლაუ ნადირაძემ
15)რომელ ლიტერატურულ დაჯგუფებაში იყო გიორგი ლეონიძე გაერთიანებული?
ა)“არიფიონში“ ბ) „ცისფერ ყანწებში“ გ)“აკადემიურ ასოციაციაში“’

вторник, 30 апреля 2019 г.

ჩვენი გაკვეთილები


წერითი უნარების გასაუმჯობესებლად
 სამთავისის საჯარო სკოლის მე-7 კლასში 
 ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შევქმენით ხელნაწერი კედლის გაზეთი 
,,ათინათი"
პედაგოგი  ბელა ბერიაშვილი
      
                      

                        ხმელი წიფლის დარდი
მე ერთი უკვე გამხმარი და დაბერებული ხე ვარ, ტანი დამკორძებია, ფოთლებიც აქა-იქა მასხია, ისიც მხოლოდ გაზაფხულობით...მარტოდმარტო შემოვრჩი ამ კლდის პირს,...ჩემთან არც ერთი ხე არ მეგობრობს, ზედაც არ მიყურებენ , ვგრძნობ, რომ ჩემი დანახვაც კი აღიზიანებთ. არც ვამტყუნებ, მე ჩემი გასავლელი გზა უკვე გავიარე, ისინი კი ჯერ ახალგაზრდები არიან , ყველაფერი წინ აქვთ.. ე, ადრე მეც მათსავით ამაყი ვიყავ, მიხაროდა მზე, ავცქეროდი ცას, არც ჭექა-უხილი მაშინებდა და არც ძლიერი ყინვა ზამთარში... ჩემს ჩრდილში დაყარა ვეფხვმა ბოკვრები, არწივიც ხშირად ჩემს კენწეროზე ისვენებდა, ახლა ხანდახან მეწვევა ხოლმე და ძველ , დიდებულ დროს მახსენებს... ეჰ, მენატრება ის დრო..ამაყი ვიყავ. მაგრამ ხმელი ხეები კი მებრალებოდა და მათთან მეგობრობას არ ვთაკილობდი...ჩიტებიც ჩემს ტოტებში იკეთებდნენ ბუდეებს, თავს დაცულად გრძნობდნენ. ახლა?! ახლა, მეგობარი არ მყავს, გულშემატკივარი არ ჩანს, ვდავარ და წარსულ ვიგონებ , არაფერი მახარებს, ვიცი დადგება დრო და ცივ ზამთარში სოფლელები ჩემი ხმელი ტოტებით გაათბობენ სახლს... ასე ყოფილა, ხმელიც ვიღაცას უნდა გამოადგე! მე იმედს არ ვკარგავ.. . აგერ ერთი პატარა ყლორტი მაქვს ფესვზე და მას შევხარი ... ის ყველა დარდს მავიწყებს!
მე- 7 კლასის მოსწავლე გვანცა გამხიტაშვილი


среда, 13 марта 2019 г.




                       ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
ბელა ბერიაშვილი -- 24001008126
საგანი --ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია
სწავლების საფეხური--საბაზო, VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა--7;  სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის  თემა:  გმირი წინაპარი აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ მიხედვით
გაკვეთილის მიზანი
·         მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება,  შესწავლა, მსგავსება-განსხვავების დაძებნა;
·          ისტორიული წყაროების გამოყენება; წერილობითი ტექსტის შექმნა სხვადასხვა მიზნით.
·         ეპოქის გათვალისწინებით ისტორიული პიროვნებების დახასიათება, მათი ღვაწლისა და საქმიანობის შეფასება, კავშირი და პარალელები თანამედროვეობასთან.
კავშირი სასწავლო გეგმასთან
ქართ. VII. 4. მოსწავლეს  შეუძლია საკლასო დისკუსიაში მონაწილეობა.
·         მოსწავლე ჯგუფთან ერთად  ამზადებს  სადისკუსიო გამოსვლას, დამოუკიდებ- ლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს.
·         გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათ აზრს.
ქართ. VII. 7 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტების გააზრება - გაანალიზება. მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
·         კითხულობს  მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს, გამოხატავს მათ მიმართ დამოკიდებულებას.
ისტ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ  ეპოქებთან.
·         მოსწავლე ისტორიულ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით, აკავშირებს ისტორიულ ფაქტებს  ლიტერატურულ ნაწარმოებთან.
ისტ. VII. 3. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  და   შეადაროს   სხვადასხვა ისტორიულ
ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
·         მოსწავლეს შეუძლია შედარების საფუძველზე პარალელი გაავლოს თანამედროვეობასთან.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1.
კლასის ორგანიზება. გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა; შეფასების რუბრიკების გაცნობა.
ვერბალური
მთელი კლასი
მე-7 კლასის ქართ. ენისა და ლიტ. სახელმძღვანელო. ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი. თბილისი, 2012 წ. „სწავლანი“.  ლ. სანიკიძე „დედა ისტორია“, თბილისი, 2017, „ბაკმი“. საქართველოს ისტორია, აკად. ს. ჯანაშიასა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1990 წ, „მეცნიერება“. შეფასების რუბრიკები.
2 წთ.
2.
ფაზა I. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვასმენინებ ნაწყვეტს რადიო თეატრიდან „თორნიკე ერისთავი“. კითხულობენ მსახიობები: ზურაბ ცინც ქალაძე და გივი ჩუგოშვილი.
გონებრივი იერიშის გამოყენებით ვიხსენებთ პოემის შინაარს და განსაკუთრებით გამოვყოფთ ისტორიულ პერსონაჟებს. 1. ვინ იყო თორნიკე ერისთავი?
 2. რომელ საუკუნეში ცხოვრობდა იგი ?
3. რა ვიცით მისი პიროვნების შესახებ?
4. როგორი მეფე იყო დავით კურაპალატი?
5. ვინ იყო ამ დროს საქართველოს კათალიკოსი?
6. როგორ არის წარმოდგენილი მე-10 საუკუნის საქართველის სამეფო კარი?
7. ვისგან შეიტყო მეფემ თორნიკეს გადაწყვეტილების შესახებ?
8.რატომ გადაწყვიტა თორნიკემ ბერად შედგომა?
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი, ატლასი, რუკა „საქართველო მე-9--მე-10 საუკუნეებში“
5 წთ.
3.
საშინაო დავალების პრეზენტაცია. აკაკი წერეთლის პოემა ბოლომდე შესწავლილი გვაქვს . ამიტომ ამ გაკვეთილზე საბოლოოდ ვაჯამებთ ნასწავლ მასალას და ვუკავშირებთ მას საქართველოს ისტორიას. მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიცემული ჰქონდათ თემები:  აკაკი წერეთელი-ცხოვრება და მოღვაწეობა
 საქართველო და ბიზანტია მე-10 საუკუნეში.

მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ მიერ მომზადებულ სლაიდებს power point-ში . და მოკლედ ისაუბრებენ მომზადებული მასალის შესახებ.
ჯგუფებში მუშაობა. მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით ვყოფ მათ ორ ჯგუფად: ლიტერატოტები და ისტორიკოსები.
კომპიუტერი, პროექტორი.
6 წთ.
4.
ფაზა II. დისკუსია თემაზე: ისტორიული პირები და მხატვრული ნაწარმოები.
მოსწავლეები შესწავლილი პოემისა და მოძიებული მასალების მიხედვით მსჯელობენ და აანალიზებენ მეათე საუკუნის  საქართველოს და მეზობელი ბიზანტიის იმპერიის შესახებ.  
ჯგუფებში:
ლიტერატორები ისტორიკოსები.
თეთრი ფურცლები, კალმები, მარკერები, ატლასი, რუკა.
ავსებენ სქემას: ისტორიული ფაქტი, მწერლის გამონაგონი.
7 წთ.
5
პოემის მთავარი პერსონაჟები, მათი დახასიათება.
მოსწავლეები ირჩევენ მთავარ პერსონაჟს და გამოკვეთენ  მათ დამახასიათებელ  თვისებებს
 მუშაობა წყვილებში.
კალმები, რვეულები, მარკერები, თეთრი ფურცლები. ავსებენ სქემას პერსონაჟის რუკა.
5 წთ.
6.
უმაღლესი სასულიერო პირი მეათე საუკუნეში არსენ მეორე კათალიკოსი. დახასიათება პოემის მიხედვითა და მოძიებული ისტორიული  მასალების  მიხედვით.
კითხვა-პასუხის გამოყენებით ვარკვევთ არსენ მეორის პიროვნულ თვისებებს და მის დამსახურებას საქართველოს  წინაშე,  
ინდივიდუალური
რვეული, კალამი, ფლომასტერი.
5 წთ.
7
მინი ლექცია პოემის პროლოგსა და ეპილოგზე. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით ვიხსენებ ათონის მთაზე დავანებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ისტორიას.
დიალოგის ფორმით მოსწავლეებთან ერთად ვიხსენებთ პოემის ბოლო თავს. ვსმამ კითხვას, რა იციან მათ ქართველთა მონასტრის ივირონის შესახებ?  შემდეგ ვაგრძელებთ ამ ბოლო ეპიზოდის ალეგორიული მნიშვნელობისა და მართლმადიდებლური კუთხით განმარტებას.
დიალოგი

ფურცლები,კალმები ნაწყვეტი . ჩემ მიერ Youtub-დან  მომზადებული ვიდეო კლიპი, მართლმადიდებლური მულტფილმიდან „ივირინი“. პარალელი   თანამედროვეობასთან ---მახათას მთა.
7 წთ.





8.
ფაზა III. ნასწავლის დაკავშირება თანამედროვე რეალობასთან.
ექსპრომტი: წერითი დავალება მითითებებით.
ლიტერატორები წერენ ანწუხელიძის ფიქრები სიკვდილის წინ. ისტორიკოსები აღწერენ ბრძოლას ჰალისის პირას.
თაბახის ფურცლები, კალმები.
4 წთ.
9.
გაკვეთილის შეჯამება.
ავსებენ ურთიერთსწავლების სქემას შეჯამება.
ინდივიდუალური
კალმები, სქემები
2 წთ.
10.
საშინაო დავალება
წერითი:1. მოიძიონ მასალა ათონზე მოღვაწე წმინდა მამების შესახებ
2. დაწერონ ივანე სულისძის თავგადასავალი
ინდივიდუალური

1 წთ.
11.
შეფასება
პრეზენტაციის შეფასება, ესეს განმსაზღვრელი, შეფასება. განმავითარებელი შეფასება.
ჯგუფური, ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები
1წთ.

                                                                        
ბ. ბერიაშვილი
6.06.2019

                  






 
 სამოდელო გაკვეთილის     გეგმა
                                      
                                                 (პრობლემაზე ორიენტირებული)

მასწავლებლის  სახელი, გვარი.  პირადი  ნომერი
ბელა ბერიაშვილი - 24001008126
საგანი  –  ქართული  ენა  და  ლიტერატურა.
სწავლების  საფეხური  – საბაზო, IX კლასი.
მოსწავლეთა  რაოდენობა –  10;  სსსმ  მოსწავლე  არ არის.
გაკვეთილის  თემა  --ილია ჭავჭავაძე –  „ სარჩობელაზედ”-- (არის თუ არა საზოგადოება  პიროვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებელი ?)


N
აქტივობის  აღწერა.
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები.
კლასის  ორგანიზების  ფორმა/ფორმები
სასწავლო  რესურსები.
დრო

1.

კლასის ორგანიზება; 
გაკვეთილის  თემისა  და მიზნის  გაცნობა ; შეფასების რუბრიკების გაცნობა.

ინსტრუქტაჟი;
მინილექცია







მუშაობა მთელ კლასთან.

1.ქართული  ენა  და  ლიტ-რა
მე-9 კლასი
(ავტორები:  ვახტანგ  როდონაია; ნინო   ნაკუდაშვილი;  ავთანდილ არაბული;   მარინე  ხუციშვილი; ). ქ. თბილისი 2013წ. გამომცემლობა ,,სწავლანი“; შეფასების სქემები.

2წთ.

2.
ფაზა I  წინარე ცოდნის გააქტიურება
გამოწვევის მიზნით სლაიდ შოუს ჩვენება ილია ჭავჭავაძე--- დანაშაული და სასჯელი 
სლაიდ შოუ--ვიდეო;   გონებრივი იერიში.   თავდაპირველად ვაჩვენებ ვიდეოს.. შემდეგ დაფაზე ვქმნი სიუჟეტის განვითარების სქემას. ვიხსენებთ მთავარ პერსონაჟს და წარმოვაჩენთ მის ძირითად თვისებებს, ვსმამ  კითხვებს ი. ჭავჭავაძის მოთხრობიდან „სარჩობელაზედ“

მუშაობა მთელ კლასთან.
.

ტექსტი, სახელმძღვანელო, ინტერნეტი, პროექტორი. დაფა, ცარცი.

6წთ.
3
 ტექსტის გააზრება, პრობლემის გამოკვეთა.
თანამშრომლობითი
ჯგუფები. პრეზენტაციები
ტექსტი, თეთრი ფურცლები,
მარკერი, კალმები
შეავსონ სქემები მოთხრობის რუკა , პრობლემა.
8წთ.
4.
 ფაზა II  დისკუსია--არის თუ არა საზოგადოება  ინდივიდის მიერ ჩადენილ დანაშაულზე  პასუხისმგებელი?  
მსჯელობა--დისკუსია







მთელ კლასთან
ტექსტი, კალმები, თეთრი ფურცლები. 
7 წუთი.

5.

აქტივობა-„სტიმული“

„უხმო დისკუსია“


მუშაობა ტრიადებში
(ნამუშევრებს წარმოადგენენ დაფაზე.)

ფლიფჩარტები და სხვადასხვა ფერის მარკერები

7 წუთი.
6
სიტუაციური ამოცანა ნასწავლის დაკავშირება ცხოვრებისეულ მოვლენებთან.





წერილი ბეჟანის ძმას

ფაზა III




საშინაო დავალება დაწერონ ესე : კანონის უზენაესობა თუ დაუსჯელობის სინდრომი? ან  ჩვენი დროის პეტრე.


შეფასება და თვითშეფასება
თანამედროვე ცხოვრების მაგალითები







წერითი






წერითი







განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
ინდივიდუალური მუშაობა.






წყვილებში






ინდივიდუა
ლური






ჯგუფური, ინდივიდუალური.
თაბახის ფურცლები, კალმები, მარკერები





თაბახის ფურცლები; კალმები.












შეფასების
რუბრიკები.



5  წთ.







7 წთ.







1 წთ.







2წთ.




45 წთ.

გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგი:   

ქართ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.
ქართ.IX. 2. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული  და  არამხატვრული ტექსტების გააზრება--გაანალიზება. შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობა; ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება; ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებით;  ნასწავლი მასალის დაკავშირება ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან;
ქართ.IX. 9.მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემულ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობითი გადმოცემა. მოცემულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.       




ჩვენი  კლასი