вторник, 28 мая 2019 г.

წერის გაკვეთილები


მოსწავლეების მიერ დაწერილი მოთხრობები, რომლებიც თავად გააფორმეს.

მოსწავლეებმა საყვარელ ადამიანებს გაუგზავნეს საკუთარი ხელით დამზადებული ბარათები.❤️




დედა

საღამო იყო, მზე ნელ-ნელა ჩადიოდა დასავლეთისკენ ... დედა ეზოდან სახლში შევიდა, დარდიანი ჩანდა, არ იმჩ- ნევდა...შვილები სავახშმოდ შემოისხა მაგიდასთან და უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობდა... პატარა ტასოს კი დიდხანს ეფერებოდა, თვითონ აჭმევდა, უფროსს თამთას კი ისე ელაპარაკებოდა თითქოს მისი თანატოლი იყო, რაღაცას ურჩევდა, არიგებდა...
მერე შვილები დააძინა და თვითონ ჩაფიქრებული დიდხანს იჯდა საწერ მაგიდასთან... ის მეორე დღეს საფრანგეთში მიდიოდა სამუშაოდ, მეტი გზა არ ჰქონდა, შვილები მისახედი ჰყავდა, დედა მოხუცდა და მისი პენსია არ იყო საკმარისი... თამთას ვერაფერი უთხრა, ახლა უნდოდა წერილი დაეწერა და აეხსნა ყველაფერი, იქვე საწერ-კალამი და თეთრი ფურცელი იდო... ნელა აიღო კალამი და წერას შეუდგა...
"ჩემო შვილებო, ძალიან მიყვარხართ,ბებიაც ძალიან მიყვარს, მაგრამ გადავწყვიტე წავიდე საზღვარგარეთ, და იქ დავიწყო მუშაობა, რადგან აქ სამუშაო ვერსად ვნახე, თქვენ სანერვიულო არაფერი გექნებათ, ცოტა ხანში, ყველაფერს გიყიდით, რასაც მოისურვებთ, თამთა შენ მუსიკაზე და ცეკვაზე აუცილებლად ივლი... ოღონდ ერთმანეთს გაუფრთხილდით, ხშირად დაგირეკავთ და დაგეკონტაქტებით.. ჩვენ ერთმანეთს ყველაფერს მოუყვებით, მე ძალიან მალე ჩამოვალ და ჩვენ ისევ ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ. ჩემო სიხარულებო, საყვარელო შვილებო, გჯეროდეთ ჩემი! ბებიას გაუფრთხილდით! " მერე ის ერთადერთი ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი მოიხსნა და წერილის გვერდით დადო, უნდოდა დაეწერა , ძალიან რომ გაგიჭირდებათ, მაშინ გამოიყენეთო, მაგრამ მერე გადაიფიქრა...ყველაფერი ისედაც გასაგები იყო...
დედა მთელი ღამე ჩუმად ტიროდა....

მე-7 კლასი მალხაზ მცხვეთაძე



მოლაპარაკე ფეხსაცმელი

ერთ დღეს, როდესაც სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი, სტადიონთან ახლოს უცნაური ბრჭყვიალა ნივთი და რაღაც ხმები შემომესმა, ამან ძალიან დამაინტერესა და გზიდან გადამახვევინა. ახლოს რომ მივედი, დავინახე ლამაზად შეფუთული ყუთი იყო, ახლა უფრო მკაფიოდ გავიგონე:--მიშველეთ, წამიყვანეთ, გთხოვთ!
მივუახლოვდი და ავხადე თავსაფარი. რას ვხედავ, 
ძალიან ლამაზი ბოტასები აწყვია, ხან ერთი ახმაურდება და იწყებს ხვეწნას, ხანაც მეორე -- წამიყვანე, წაგვიყვანე, არ ინანებ, არ ინანებ! აღარ ვიცოდი , რა მექნა.. ისევ პირველმა დაიწო:--გთხოვ, წაგვიყვანე, შენთან,შენს სახლში, ზუსტად შენი ზომის ვართ, ნახე, რა გამძლე ძირები გვაქვს, მერე რა კარგად ვთამაშობთ ფეხბურთს!
მეც ავიღე და სახლში გახარებული დავბრუნდი. ყველას გაუკვირდა ასეთი ლამაზი , თანაც მოლაპარაკე ფეხსაცმელების ნახვა. მოვიზომე და კარგად მომერგო.ისეთი ჭკვიანები იყვნენ, თასმების შეკვრასაც , თავად ახერხებდნენ. ფეხბურთის თამაშს ხომ ნუღარ იკითხავთ. ყველას მე ვჯობდი. თანაკლასელებს აინტერესებდათ, თუ სად შევიძინე. მათ ის არ იცოდნენ, რომ ფეხსაცმელი დროდადრო მელაპარაკებოდა, თორემ უმრავლესობა,ვიცი, არ დაიჯერებდა, ზოგს კი ალბათ შეშურდებოდა.. მე კი ნამდვილად გამიმართლა, მათ რომ გადავეყარე. ახლა უკვე ვიცი, როგორი ფეხსაცმელია კარგი და რომელი--ცუდი.
ვასიკო ხალიბეგაშვილი


Комментариев нет:

Отправить комментарий