четверг, 15 ноября 2018 г.

ტესტები





                                ტესტი ქართულ ენასა და                  ლიტერატურაში.
                                       ძველი ქართული ლიტერატურა
1.“შუშანიკის წამებაში“ აღსასრულის ჟამს დედოფალმა „კაცი ცოდვილი და გლახაკი“ ეპისკოპოს აფოცს შეავედრა. ვინ იყო ეს შევედრებული?
1, იაკობი 2. ჯოჯიკი 3. სენაკაპანი
2.“შუშანიკის წამებაში“ ვინ მოიხსენია საკუთარი თავი „საწუთროს კაცად“?
1.პიტიახშმა  2.იაკობმა 3.ჯოჯიკმა
3.ვის სიტყვებს იმოწმებს შუშანიკი:“არა დამონებულ არს ძმაი, გინა დაი, არამედ განეყენენ“?
1.მათე მახარებლის 2.დავით წინასწარმეტყველის 3. პავლე მოციქულის
4.ვინ ვის ეუბნება „ჩვენ ყოველთა, ვითარცა შვილთ, გვხედვედ“?
1.ვარსქენი--სპარსთა მეფეს 2.შუშანიკი--ღმერთს 3.იაკობი--შუშანიკს
5.ქვემოთ  ჩამოთვლილი სიტყვათაგან  რომლით მოიხსენიებენ ერთმანეთს  შუშანიკიცა და ვარსქენიც ?
1.უგულისხმო 2.უბადრუკი 3.საწყალობელი
6.საპყრობილეში აბოს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ. როგორი იყო მისი რეაქცია?
1.“უღარღილოდ ფსალმუნებნ გონებითა თვისითა“... 2“...შიშითა განილევიან  და ირყევიან“... 3.არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
7.ვის ადარებს ავტორი აბოს, როდესაც ამტკიცებს, რომ საქართველოში არაბი ჭაბუკი თავისი ნებით კი არა, უფლის ნებით ჩამოვიდა?
1.აბრაამს 2.მოსეს 3. პავლე მოციქულს
8.რა კონტექსტში ახსენებს იოანე საბანისძე ხაზგასმით 118-ე ფსალმუნს?
1.აბო  ამ ფსალმუნით  საკუთარ თავს მიაცილებს საკუთარი გვამს სამსჯავროსკენ. 2 აბომ პირველად ეს ფსალმუნი დაიზეპირა 3.ნერსე ერისთავი ამ ფსალმუნს ხშირად კითხულობდა.
9.ვინ დაიტირა აშოტ კურაპალატი შემდეგნაირად:“...საით-მე მოგელოდი, აღმოსავლით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოით-მე ანუ სამხრით...“
1.ნერსე ერისთავმა 2. დედოფალმა 3. გრიგოლ ხანძთელმა
10.ვისი სახელობის იყო ხანძთის ეკლესია?
1.სამების 2. წმინდა გიორგის 3. ღვთისმშობლის
10.ვის ადარებს იფქლთა შორის აღმოცენებულ ღვარძლს გრიგოლ ხანძთელი?
1.საჰაკ ამირას  2.ცქირს  3.აშოტის სიძვის დიაცს
11ვინ  აღმოაჩინა იერუსალიმის მონასტრის აღაპთ ა წიგნი, რომელშიც მოხსენიებულია შოთა მეჭურჭლეთუხუცესი?
1.ტიმოთე გაბაშვილმა 2. ნიკო მარმა  3.აკაკი შანიძემ
12.“ვეფხისტყაოსნის“ რომელი პერსონაჟი ამბობს:“ ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია“.?
1. ასმათი 2, ნესტანი 3. თინათინი
13.ვინ ვის ეუბნება: „კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“...
1.ნესტანი--ტარიელს 2.ნესტანი--ფატმანს 3. ნესტანი--დავარს
14.რომელო მხატვრული ხერხია გამოყენებული შემდეგ სტრიქონებში:“კარვის კალთა ჩახლართული, ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე...“
1. შედარება 2. ალიტერაცია 3. მეტაფორა
15. ვინ ვის ეუბნება „ვეფხისტყაოსანში“ „პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა“?
1.ტარიელი--რამაზ მეფეს 2. ტარიელი--ფრიდონს 3.ტარიელი--ბიძაშვილებს
16.რომელი საგვარეულოს წარმომადგენელია              სულხან-საბა?
1.ბაღვაშების 2.   სამცხელი   ორბელიანების 3.ბარათაშვილების
17.რომელი არაკი მთავრდება „კარგის პასუხად ეგ  მექნა,ღმერთი რა კაის მიზამდა“
1.“ხალიფა და არაბი“ 2.“მეფე და მისი შვილი“ 3.უსამართლო შირვანშაჰი“
18.რა ენატრება ამ სამს „ერთსა--ბოროტით სიცოცხლითა ცხორებულსა, მეორეს--სენგრძელსა და  უკურნებელსა, მესამესა---უეჭველად ედემის მომლოდინესა“?
1.მეფის წყალობა 2.სიმდიდრე 3. სიკვდილი
19.ვის მიმართავს დავით გურამიშვილი: „ჩემსა კაცად მხატველს, მსახველს, რაც მე ძალ-მიც, გიქებ სახელს“?
1.მამას 2. უფალს 3. დედას
20.დავით  გურამიშვილი უფალს საყვედურობს :“თუ მომეც რაღად წამართვი, აწ ესე რად გავიწირე“,  რის წართმევას გულისხმობს იგი?
1. სიცოცხლის 2. თავისუფლების 3. კიტრების
21.რას ეწოდება თეთრი ლექსი?
1.ლექსს, რომელიც არ არის სტროფებად დაყოფილი 2.ურითმო ლექსს 3.არც ერთი პასუხი არ არის სწორი
22.ვინ შემოიტანა ქართულ პოეზიაში თეთრი ლექსი?
1. გრიგოლ ორბელიანმა 2. ილია ჭავჭავაძემ 3. აკაკი წერეთელმა
23.განმარტე ფრაზეოლოგიზმი:“ თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ...“
1. სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება 2. ვალის გადახდა. 3. ვალის აღება
24.განმარტე სიტყვათა მყარი შეხამება:“ურწმუნო თომა“?
1ადამიანი, რომელსაც ვერაფერს დააჯერებ 2. მატყუარა ადამიანი 3. მზაკვარი ადამიანი.
25.რას ნიშნავს სიტყვათა მყარი შეხამება:“აქილევსის ქუსლი“
1.სუსტი ადგილი 2. ძლიერი ადგილი 3. მყარი ადგილი
26.ჩამოთვლილთაგან რომელია ორთოგრაფიულად სწორი?
1.ხელვყოფ 2.ცხადვყობ 3.ხელვყობ
27.რა ფონეტიკური პროცესია მომხდარი სიტყვაში „ცამეტი“?
1.ბგერათა შერწყმა 2. ბგერათა დაკარგვა, ბგერის შერწყმა 3.ბგერათა ჩანაცვლება



Комментариев нет:

Отправить комментарий