вторник, 5 февраля 2019 г.

მოსწავლეთათვის



      ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

1.ქვემოთ ჩამოთვლილ პერსონაჟთაგან რომელი მივიჩნიოთ „საწუთროს კაცად“ და „სოფლის მოყვარედ“?
ა. შუშანიკი ბ.იაკობი გ.ვარსქენი.
2.რას ნიშნავს შუშანიკის სიტყვები--„ჩემდა მარტოის არიან ჭირნი ესე“?
ა.შუშანიკმა თვითონ უნდა დასძლიოს განსაცდელი
ბ.შუშანიკი წუხს თავისი მარტოობის გამო
გ. შუშანიკი აღიარებს, რომ ძალიან სუსტია
3.როგორ ახსნით შუშანიკის საქციელს პურობაზე?
ა.შუშანიკი თავშეუკავებელია
ბ.შუშანიკი უკომპრომისოა, ვარსქენის საქმეებს არ ეზიარება.
გ.შუშანიკი გულისწყრომას გამოხატავს
4.რატომ გახდა საჭირო თავის მოსაკვეთად აბოსთვის მახვილის სამგზია მოქნევა?
ა.აბოს დასაშინებლად
ბ.აბოს დასჯა ეძნელებათ
გ.აბო მსაჯულმა შეიწყნარა
5.როგორი ნაწარმოებია „აბოს წამება?“
ა.პოლიჟანრული ბ. ფსიქოლოგიური გ.ფილოსოფიური
6.რას ნიშნავს ახალი მოწამე?
ა.მცირე ხნის წამებულს
ბ.მეთერთმეტე  ჟამის მუშაკს
გ.ამბის მომსწრეს, მონაწილეს
7.როგორ შეიქმნა ხანძთის მონასტრის წეს-განგება?
ა.საბაწმინდის წესდების მიხედვით
ბ.კონსტანტინეპოლის წესდების მიხედვით
გ.ყველა ძირითადი სამონასტრო წესდების მიხედვით
8.ატენის სიონის 853 წლის წარწერა გვაუწყებს, რომ ბუღა თურქმა გადაწვა თბილისი. იქვე წერია, რომ “ბუღამ შეიპყრა ამირა საჰაკ და მოკლა“. რა კონტექსტში მოიხსენიებს გიორგი მერჩულე საჰაკს?
ა.როდესაც ცქირის შესახებ გვიამბობს
ბ.როდესაცმაჰდის შესახებ საუბრობს
გ.როდესაც ნერსეს  ახსენებს
8.რომელ წელს არის გადაწერილი მამუკა თავაქალაშვილის გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“?
ა.1654წ.    ბ.1456  წ.  გ.1646წ
9.რომელ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა ტარიელს?
ა.ხატაელებთან  ბ.ფრიდონის ბიძაშვილებთან  გ.მეკობრეებთან
10.რა არის გაკილული  „გლახაკი და ქილა ერბო“
ა.სიძუნწე ბ.უმადურება გ.ფუჭი ოცნება
11.ოსოქოლო,ირტოზის გორა, მოსკოვი, გორისუბანი,“აშტრახანი“, „მაღდერბუხი“, ლამისყანა, ეს გეოგრაფიული სახელები დაალაგეთ თანამიმდევრობით დავით გურამისვილის ცხოვრების გათვალისწინებით..

12.რატომ ახსენებს დავითი „ფხოვლელ“ იანვარას და ჯავახიშვილს? სად შეხვდა დავითი მათ?




Комментариев нет:

Отправить комментарий